კონსტანტინე იოსელიანი საქართველოს წარმოადგენდა ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის რანგში. აგრეთვე, იყო შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში უფროსი პოლიტიკური მრჩეველი. კონსტანტინე იოსელიანი მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროს მრჩეველად.
ამჟამად, იგი ეწევა აკადემიურ და კვლევით საქმიანობას საქართველოს უნივერსიტეტში და ასწავლის დიპლომატიური თეორიისა და პრაქტიკის, გლობალიზაციის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის კურსებს. მისი კვლევის სფერო ფოკუსირებულია მედეგობის კონცეფციაზე. კერძოდ, სადოქტორო პროგრამების ფარგელბში იკვლევს მედეგობის ფენომენს: კონცეპტუალურ მნიშვნელობასა და პრაქტიკული პოლიტიკას სახელმწიფო სოციალური მედეგობის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. ასევე, მედეგობის სირთულეებს და შედეგებს საერთაშორისო კონფლიქტის სფეროში.
კონსტანტინე იოსელლიანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ უსაფრთხოებაში ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში/ჟენევის უნივერსიტეტში. მათ შორის, აქტიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.