რევაზ თოფურია

რევაზ თოფურია

როლი


რევაზ თოფურია – აღმასრულებელი დირექტორი

განათლება:

რევაზს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში შორეული აღმოსავლეთის სპეციალობით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, მან სწავლა განაგრძო ჩინეთში, ლანჯოუს უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხი რევაზმა მიიღო დაზვერვის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების მიმართულებით  ისეთი ცნობილი ინსტიტუტებიდან, როგორებიცაა გლაზგოს უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია) და ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).

გამოცდილება:

რევაზს აქვს შესანიშნავი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. თავისი კარიერის მანძილზე ის მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, გაეროს განვითარების პროგრამაში, ეკონომიკური გაუმჯობესების ცენტრში და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რევაზი იყო ფრანკლინის კლუბის აკადემიური დირექტორი და ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო პროექტს.

ამჟამად რევაზ თოფურია არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. ის ასწავლის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს პოლიტიკური იდეოლოგიების, ჰიბრიდული ომის, დაზვერვის კვლევების, დეზინფორმაციის კვლევების შესახებ.

რევაზს გამოქვეყნებული აქვს არაერთი აკადემიური სტატია და ასევე წიგნი პოლიტიკურ იდეოლოგიებზე.