შალვა ძებისაშვილი

შალვა ძებისაშვილი

შალვა ძებისაშილი ახორციელებს პოსტ-დოქტორალურ კვლევას უსაფრთხოების ინსტიტუტების ტრანსფორმაციის პრობლემატიკაზე და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერების პროგრამებს საქართველოს უნივერსისტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. 2012 წელს მა მიიღო ევროკავშირის კომისიის მიერ დაფინანსებული სადოქტორო (GEM-Erasmus Mundus) სტიპენდია და 2016 წლის იანვარში წარმატებით დაცული დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა დოქტორის ხარისხი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ბელგია) და ბილეფელდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ. 2008-2009 წლებში მას დამთავრებული აქვს უსაფრთხოების სტრატეგიული კვლევების სამაგისტრო პროგრამა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი). ხოლო 2009-2011 წლებში ის მსახურობდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამოქალაქო წარმომადგენლად (თავდაცვის მრჩევლად). 2003 წლიდან 2008 წლამდე და 2017-2019 წლებში შალვა ძებისაშვილს ეკავა სხვადასხვა თანამდებობი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის ჩათვლით. 2018 წლიდან ის აქტიურად თანამშრომლობდა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების საკოლასთან (DIBS) სხვადასხვა ადგილობრივი და რეგიონალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-განხორციელებაში. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციასთან (CCDS, GSAC, GIP) და არის მრავალი აკადემიური სტატიის და პუბლიკაციის ავტორი.