“რუსული გავნელების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში”

“რუსული გავნელების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში”

ჩატარების თარიღ(ებ)ი
ლოკაცია
Tbilisi, Georgia

კონფერენცია ფოკუსირებულია რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებზე პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის დაბრუნებას. კრემლს საგარეო პოლიტიკის დონეზე აქვს გაცხადებული ე.წ. ‘ახლო საზღვარგარეთში“ კონკრეტული გავლენის სფეროებზე ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შენარჩუნება. რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ჩამოშლას, რაც აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოების წინაშე სისტემატური და მტრული ქმედებებით დასტურდება. რუსეთის მხრიდან წამოსული არსებული საფრთხეები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებზე მეტად დიდ ზიანს აყენებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის იყენებს ინსტრუმენტების ფართო არსენალს რომელიც მოიცავს, პოლიტიკურ დაშინებებს, ეკონომიკურ ზეწოლას, დეზინფორმაციას, ჰიბრიდულ სამხედრო შესაძლებლობებს და ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ინტეგრაციას დასავლურ საერთაშორისო გაერთიანებებში. ზემოხსენებული მეთოდებით რუსეთმა უკვე მოახერხა და შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აშკარაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ე.წ. რუსულ კვალსა და კონკრეტულ პოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებს შორის როგორც განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებში, ასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც და ეს საკითხი უახლოვეს პერიოდში სულ უფრო და უფრო რელევანტური გახდება. კონფერენცია ეძღვნება რუსეთის ინფილტრაციის სტრატეგიების ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აძლევს საშუალებას მკვლევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ნამუშევარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

პანელი I – პოლიტიკური და ეკონომიკური კვალი
პანელი განიხილავს რუსეთის მიერ გამოყენებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მექანიზმებს რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს გავლენები ე.წ. „ახლო საზღვარგარეთზე“. პრო-რუსული პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გარდა რუსეთი ზრდის ამ საკუთარ  წონას ამ ქვეყნების ეკონომიკებში, რაც ბევრი ექსპერტის შეფასებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

პანელი II – სამხედრო-ჰიბრიდული კვალი
ე.წ. „ახლო საზღვარგარეთთან“ მიმართებაში რუსეთი ცდილობს გააქროს ზღვარი წმინდა სამხედრო და არა-სამხედრო აქტივობებს შორის. ამასთან ერთად, კრემლის არა-სამხედრო ქმედებები უმეტეს წილად წარმოადგენს მისი „ჰიბრიდული“ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც შესაძლებელს ხდის ამ ქმედებების სწრაფად ტრანსფორმაციას ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციის სახით. აღნიშნული გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-ჰიბრიდული შესაძლებლობების და მიდგომებზე საგნობრივი დისკუსია.

პანელი III – კულტურული კვალი
რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგიის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია აქტივობები ე.წ. საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ განზომილებებში. ასეთი ტიპის ოპერაციების სამიზნედ რუსეთ არჩევს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს და ძირითადად ცდილობს შეასუსტოს მათი რწმენა დასავლური დემოკრატიული სამყაროს მიმართ.  რუსეთის მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობების მიზანია შექმნას დაუცველობის და მოწყვლადობის განცდა, რაც უფრო ეფექტიანს გახდის რუსეთის ალტერნატიულ ნარატივებს.

პანელი IV – როგორ ვუმკლავდებით?
ეს პანელი მოკლედ შეაჯამებს კონფერენციის ძირითად მიგნებებს და წარმოადგენს რუსული გავლენების შესამცირებლად საჭირო მექანიზმებს.