Hunt on Democracies: Unmasking radicalization and Navigating the new world order

Hunt on Democracies: Unmasking radicalization and Navigating the new world order

ჩატარების თარიღ(ებ)ი
ლოკაცია
Pullman Tbilisi Axis Towers

13-14 June, Tbilisi

2024 წელი გლობალური მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებების მოლოდინშია. ამ წელს სამოცდათვრამეტ ქვეყანაში სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდება რაც მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება დემოკრატიული ქვეყნებისთვის და საგრძნობლად შეცვლის გლობალური პოლიტიკის დინამიკას. პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის სულ უფრო ნათვლად იკვეთება რადიკალური ძალების და იდეების გაძლიერების ტენდენცია, რომელსაც ავტორიტარული და არალიბერალური ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი მმართველობის გასაძლიერებლად იყენებენ. აღნიშნული ტენდენცია, საფრთხის ქვეშ აყენებს ინსტიტუციების, საზოგადოებების და სახელმწიფოების ეფექტიანი ფუნქციონირების პროცესს.

სწორედ, მოახლოებული არჩევნების (აშშ და ევროკავშირი), რუსეთ-უკრაინის ომის და სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაში ახალი ინტეგრაციული საკითხების განხილვას ემსახურება UGSPN-ის წლევანდელი კონფერენცია. ამასთან ერთად, კონფერენციის ფოკუსი გავრცელდება დემოკრატიების წინაშე არსებული საფრთხეების, გეოპოლიტიკური დინამიკისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში რადიკალიზაციის საფრთხის გაანალიზებაზე. კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ავტორიტარული და დემოკრატიული ძალების დაპირისპირებაზე „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბების პროცესში. დისკუსია აგრეთვე შეეხება ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ცალკე პანელი დაეთმობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებული ფოკუსით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. კონფერენციაზე ასევე განიხილება გლობალური პოლიტიკური დინამიკისა და საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების ურთიერთკავშირი. კონფერენციის ფინალური ნაწილი დაეთმობა  „მრგვალ მაგიდას“, რომლის ფარგლებშიც  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, მკვლევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან შესთავაზონ ფართო საზოგადოებას გლობალურ და რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზები.  

კონფერენციის ფოტოების ხილვა შეგიძლიათ ჩვენს FB გვერდზე.

პანელი 1 – უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვა: რუსეთი და შავი ზღვის რეგიონი რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლის თავზე.

პანელის ძირითადი ფოკუსია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მონაწილეები შეაფასებენ განვითარებულ პროცესებს სტრატეგიული და სამხედრო კუთხით, და ასევე იმსჯელებენ ომის შესაძლო გეოპოლიტიკურ შედეგებზე. დისკუსია ასევე შეეხება რეგიონალური უსაფრთხოების ინიციატივებს და საერთაშორისო აქტორების როლს სტაბილურობის გავრცელებაში.

რადიკალიზაციის კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია

ნინო გოზალიშვილი წარადგენს UGSPN-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ასახავს ახალგაზრდებში რადიკალური შეხედულებების გავრცელების ტენდენციებს. კვლევა ეფუძნება პირველად მონაცემებს და მიმოიხილავს ახალგაზრდების რადიკალიზაციის, (თვით-)რეკრუტირების და მობილიზაციის ძირითად მექანიზმებს. ასევე, მიმოიხილავს არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას და რეკომენდაციების სახით დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის დერადიკალიზაციის საჭირო მექანიზმებს.

პანელი 2 – რადიკალიზაციის გლობალური ტრენდები

პანელი ფოკუსირებულია რადიკალიზაციის მზარდ ტენდენციებზე დასავლურ დემოკრატიებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. რადიკალური მოძრაობების გაძლიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრაქტიკებს და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პანელის ფარგლებში დისკუსია წარიმართება ახალგაზრდების რადიკალიზაციის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ მათი რეკრუტირების ძირითად სტრატეგიებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ონლაინ მედიების როლს რადიკალური იდეოლოგიების გავრცელებაში. ასეთი დისკუსია განსაკუთრებით რელევანტურია, რადგან მიმდინარე საარჩევნო წელს გლობალური მასშტაბით რადიკალური მემარჯვენე პარტიების გაძლიერება შეინიშნება. პანელის მონაწილეები განიხილავენ რადიკალიზაციის ზოგად ნეგატიურ გავლენას დემოკრატიულ პროცესებზე და რადიკალური მოძრაობების გაძლიერების შემთხვევაში გლობალური პოლიტიკური სტაბილურობისთვის მოსალოდნელ შედეგებზე.

პანელი 3 – ევროპის კავშირის გაფართოება: გამოწვევები და შესაძლებლობები

პანელი ფოკუსირებულია ევროპის კავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. მომხსენებლები გაანალიზებენ არსებულ ინტეგრაციულ პროცესებს, მისი პოლიტიკის ჩარჩოებს და ევროკავშირის გაფართოების გავლენას რეგიონალურ უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ასევე ევროკავშირის გაფართოების შესაძლო გავლენას წევრი სახელმწიფოების და კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებზე.

პენელი 4 – გლობალური საარჩევნო ტენდენციები: ავორიტარული და დემოკრატიული ძალების დაპირისპირება

საპატიო სტუმარი – João Gomes Cravinho – პორტუგალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

პანელური დისკუსია: მიმდინარე წელს მსოფლიოს ოთხმოცდასამ ქვეყანაში სამოცდათვრამეტი სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდება. აღნიშნული პანელი ფოკუსირებულია პოპულიზმის, ნაციონალიზმისა და ავტორიტარული ტენდენციებზე, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ელექტორარულ დინამიკაზე. მონაწილეები გაანალიზებენ აღნიშნული არადემოკრატიული ტენდენციების გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლებების ფუნქციონირებაზე. პანელის ფარგლებში აგრეთვე განიხილება ავტორიტარული აქტორების ძირითადი სტრატეგიები, რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. აგრეთვე, მიმოხილული იქნება ის ინსტრუმენტებით, რომლითაც დემოკრატიული სახელმწიფოები უნდა გაუმკლავდნენ ასეთი ტიპის საფრთხეებს.

 

პანელი 5 – ქართული პოლიტიკა: რისკები, აღქმები და რეალობა 

“მრგვალი მაგიდის” ფორმატში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.