UGSPN-ის ყოველწლიური ანგარიში
საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObserver 24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროებში არსებულ მდგომარეობს, აკეთებს ამ სფეროებში არსებული ძირითადი პრობლემების კომპლექსურ ანალიზს, როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გათვალისწინებით და გვთავაზობს ხედვასა და რეკომენდაციებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის, მათ შორის, თავდაცვის ოპტიმალური მოდელის სახით.
2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა პირველად ქართულ აკადემიურ სივრცეში ჩაატარა სამდღიანი პრაქტიკული სწავლება - “Crisis Simulation and Response 2021” სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა და სტუდენტების მონაწილეობით. სიმულაციის მიზანს წარმოადგენდა კრიზისული ვითარების გათამაშების შედეგად შესაძლო პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. სწავლებისას წინასწარ შემუშავებული სცენარით გათამაშდა კრიზისული ვითარება. სცენარის თანახმად, კრიზისი ვითარდებოდა სამ ფაზად, გააჩნდა თანდათანობით დამძიმების ტენდენცია, რომელიც ბოლო ეტაპზე სამხედრო აგრესიითა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით სრულდებოდა.