„მედეგობის/მოწყვლადობის შეფასების ინსტრუმენტის“ ანგარიშში, ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებული მედეგობის/მოწყვლადობის (R/VAT) მოდელის მეშვეობით შეფასებულია საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი ძირითადი აქტორების მედეგობის/მოწყვლადობის პოტენციალი რუსული მავნე ნარატივების გავრცელების საფრთხესთან მიმართებაში.