სწავლება-სიმულაცია ითვალისწინებდა სხვადასხვა საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით ეროვნული მზაობისა და მედეგობის ხარისხის შემოწმებას კონკრეტული კრიზისული სცენარის გათამაშებით და რელევანტური ორგანიზაციებისა და უწყებების (საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით) რეაგირების ისევე, როგორც არსებული სამართლებრივ, პროცედურული მექანიზმების ეფექტურობის გაანალიზებით.
პროექტი ერთის მხრივ პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო და საბაკალავრო დამამთავრებელ დონეზე მყოფი სტუდენტების (მაქს. რაოდენობა – 20), ხოლო მეორეს მხრივ კრიზისებზე რეაგირების თვალსაზრისით რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების (მაქს. რაოდენობა-20) ერთობლივ ჩართულობას და მონაწილეობას ითვალისწინებდა.
სწავლება-სიმულაცია ემსახურებოდა არა მხოლოდ სახელმწიფოს ცენტრალურ თუ ლოკალურ დონეზე მედეგობის კონკრეტულ კონტექსტში გაანალიზებას, არამედ ინტენსიური სასწავლო ფაზის გავლასაც, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა კრიზისებზე რეაგირების მთელ რიგ მნიშნელოვან თემატურ საკითხებზე სიღრმისეული ცოდნა მიიღეს.
დღე I
სწავლება-სიმულაცია ითვალისწინებდა სხვადასხვა საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით ეროვნული მზაობისა და მედეგობის ხარისხის შემოწმებას კონკრეტული კრიზისული სცენარის გათამაშებით და რელევანტური ორგანიზაციებისა და უწყებების (საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით) რეაგირების ისევე, როგორც არსებული სამართლებრივ, პროცედურული მექანიზმების ეფექტურობის გაანალიზებით.
დღე II
მონაწილეებს მოუწიათ სცენარით გათვალისწინებული ესკალაციის რამოდენიმე ფაზის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და რეაგირება. ამავე პროცესში მონაწილეები აანალიზებდნენ რეაგირების და ურთიერთქმედების მექანიზმების ეფექტურობას.
დღე III
სიმულაცია ითვალისწინებდა რეალური სცენარის პირობებში, კრიზისულ ვითარებაში, პოლიტიკური ინსტიტუტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის მექანიზმების ეფექტურობის შეფასებას, რომელიც მონაწილეების მიერ მომზადებული კონკრეტული ანგარიშებით დასრულდა.
პროექტი განხორციელდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) და ნატო-ს საჯარო დიპლომატიის განვითარების დეპარტამენტის (NATO PDD) ფინანსური მხარდაჭერით.