6-7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლათფორმისა (UGSP) და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის – “Crisis Response Simulation Exercise 2021“-ის მონაწილეთა ერთ თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპის პირველი 4 ლექცია-ტრენინგი, რომელსაც გაუძღვნენ:
დიმიტრი ნადირაძე თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თემებით: “National Security Architecture – The Case of Georgia Integrated and Collaborative Approach”; „Comprehensive Security – Total Defense – Resilient Nation”
პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი;
თემით: “Energy Security and the Case of Georgia”
ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი;
თემით: “Hybrid Wars, Active Measures, and Information Warfare (Cyber Warfare).”
მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის MA/BA (III/IV კურსის) სტუდენტები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი ახალგაზრდა პროფესიონალები.
პროექტი განხორციელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) და საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის (PDD) ფინანსური დახმარებით.