2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილამდე UG უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) გუნდმა ჩაატარა ყოვლისმომცველი კვლევითი პროექტი, რომელიც აანალიზებს რადიკალიზაციის თანამედროვე ტენდენციებს საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს კვლევა სათაურით – „რადიკალური მემარჯვენეობა დაახალგაზრდობა საქართველოში: რადიკალიზაციის მექანიზმები, ჯგუფები და ტენდენციები“ ფოკუსირებულია რადიკალური მემარჯვენეების სამობილიზაციო სტრატეგიების შესწავლაზე და ახალგაზრდების მოტივებსა და დამოკიდებულებებზე აღნიშნული იდეოლოგიური მობილიზების მიმართ. კვლევის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილებულია ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების „პრორუსულობის“ ნიუანსურ ახსნაზე. მეთოდოლოგიურად, კვლევა აერთიანებს ონლაინსივრცის (ციფრულ) ეთნოგრაფიას და თვისობრივ ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებს ახალგაზრდებთან და რადიკალური ჯგუფების მხარდამჭერებთან. ეს მეთოდოლოგია უზრუნველყოფს რადიკალიზაციის პროცესის მრავალმხრივ შესწავლას. კვლევის შედეგებში გამოყოფილია რთული და ურთიერთდამოკიდებული ფაქტორები, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და იდეოლოგიებისკენ. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ონლაინ პლატფორმების როლს იდეოლოგიური სოლიდარობის ხელშეწყობასა და რადიკალური ნარატივების გაძლიერებაში. ბოლოს, კვლევა სრულდება დერადიკალიზაციის შესახებ მსჯელობით, საერთაშორისო პრაქტიკების მიმოხილვითა და ქართულ კონტექსტზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზებით. კვლევა წარმოდგენილი იქნება UGSPN-ის ყოველწლიურ საერთაშორისოკონფერენციაზე 2024 წლის 13-14 ივნისს.