UG უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სიმულაციური სწავლება – „საქართველოს ევროინტეგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“
სიმულაციური სწავლების მიზნები:
- საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პოზიტიური სცენარის გათამაშება;
- კომპრომისისა და შეთანხმების მიღწევის ისეთი შესაძლებლობების გამოკვეთა, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებას;
- საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის ხელშეწყობა.
სიმულაციური სწავლება ორ ეტაპად დაიყო: პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, თემატურ საკითხებზე ჩატარდა ლექციები და ტრენინგები სიმულაციის მონაწილეთათვის – სულ 40 აკადემიური საათი. მერე ეტაპზე კი, 2023 წლის თებერვლის ბოლოს, გაიმართა ორ დღიანი სიმულაციური სწავლება/სცენარის გათამაშება.