„სტრატეგიული ტრილემები გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალ ეპოქაში: ჩრდილოეთ ატლანტიკიდან შავ ზღვამდე“

„სტრატეგიული ტრილემები გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალ ეპოქაში: ჩრდილოეთ ატლანტიკიდან შავ ზღვამდე“

2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე:
„სტრატეგიული ტრილემები გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალ ეპოქაში: ჩრდილოეთ ატლანტიკიდან შავ ზღვამდე“.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა რეგიონული და ტრანს-რეგიონული უსაფრთხოების დინამიკა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი განვითარების პერსპექტივები.

დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო დოქტორი ვიქტორია ვდოვიჩენკო – კემბრიჯის უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ცენტრში მოქმედი Future of Ukraine Programme-ის ხელმძღვანელი, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა თავისი ანალიტიკური ხედვები თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს შესახებ.