საქართველოს უნივერსისტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი ძირითადი აქტორების მედეგობის პრობლემას მტრული (რუსული) საინფორმაციო გზავნილების გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
საკითხი იმდენად პრობლემატურია, რამდენადაც მტრული ნარატივების გავრცელება პირდაპირ უთხრის ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საზოგადოების ერთიანობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტების დროული და ეფექტტური რეაგირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრევენციისთის, და სხვადასხვა სფეროში პოტენციური ზიანის შესამცირებლად.
კვლევაში გაანალიზებულია როგორც სახელმწიფო მმართველობითი რგოლის (მთავრობა, სამინისტროები და უწყებები, პარლამენტი, ადგილობრივი მმართველობა), ისე ძირითადი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში მტრული (რუსული) ნარატივების საფრთხის აღქმა, მასთან ბრძოლის ნორმატიული საფუძველის და მექანიზმების არსებობა, შესაბამისი რესურსების გამოყოფა და ერთობლივი გეგმების განხორციელება, გამოცდილების გაზიარების პრაქტიკასთან ერთად.
კვლევის შედეგებთან ერთად, შემუშავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის მედეგობის ინდექსი (PRI) მტრული საინფორმაციო გზავნილების გავრცელების საფრთხესთან მიმართებაში, რომელიც ყოველწელს განახლდება და მისი მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ქვეყნის სხვა სფეროების (მაგ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ა.შ.) მედეგობის ინდექსის დადგენა.
პრეზენტაციის ადგლი: “Radisson Blue”
დღე/დრო: 11 ოქტ. 2024, 10.00 – 12.00
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/GcGn5Tz2wqRiA5e3A