გახდი ცენტრის აფილირებული მკვლევარი!
უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრი (UGSPN) არის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის საკითხების კვლევის, სწავლებისა და განხილვისთვის შექმნილი პლატფორმა.
ჩვენ ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა მრავალდისციპლინური ქსელი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხებით, გეოგრაფიული აქცენტით სამხრეთ კავკასიაზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთზე. ცენტრი მიზნად ისახავს შექმნას პლატფორმა ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების დასაკავშირებლად, აკადემიური და ნახევრად აკადემიური, კვლევაზე დაფუძნებული ანალიზის და ინფორმირებული დისკუსია შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, UGSPN ცდილობს შექმნას უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის შესწავლით დაინტერესებული ექსპერტებისა და სტუდენტების ქსელი – აფილირებული მკვლევარების სახით.
აფილირებული მკვლევარების ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები შედის:
- UGSPN-ის პლატფორმაში წვლილის შეტანა ანალიტიკური ნაშრომის, წიგნის მიმოხილვის ან ბლოგის ტიპის სტატიის დაწერით
- UGSPN-ის ღონისძიებებში (საჯარო ლექციები, კონფერენციები) დასწრება და ჩართვა.
- შეთანხმების საფუძველზე UGSPN გუნდთან ერთად საგრანტო ან კვლევით პროექტებზე მუშაობა.
სამუშაო დატვირთვა არის მოქნილი, წინასწარ შეთანხმებული და საჭიროებებზე დაფუძნებული.
აფილირებული მკვლევარები მიიღებენ შესაბამის ჰონორარებს. წერილობითი ნაშრომის, ლექციის ან პრეზენტაციის ჰონორარი წინასწარ იქნება შეთანხმებული მკვლევართან.
იდეალურ კანდიდატს აქვს:
- ინტერესი პოლიტიკური მეცნიერებების, ან შესაბამისი სოციალური/ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართ
- კვლევის მეთოდოლოგიების ღრმა გააზრება;
- კვლევის ანგარიშების წერისა და წარდგენის გამოცდილება;
- ინგლისურად და ქართულად წერის შესანიშნავი უნარები.
განაცხადის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული ფორმის შევსების გზით