11 მაისს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება: საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა და გაკვეთილი დღევანდელი საქართველოსთვის.“
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ხელშეკრულების ისტორიული კონტექსტი, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე არსებული შიდა და საგარეო გამოწვევები, საბჭოთა რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ის პოლიტიკური გარემო, რომელშიც ქართული დიპლომატია საერთაშორისო აღიარებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის იბრძოდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ხელშეკრულების მნიშვნელობაზე თანამედროვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის კონტექსტში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
დავით ხვადაგიანი – SOVLAB-ის მკვლევარი
დიმიტრი სილაქაძე – ისტორიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დისკუსიას უძღვებოდა:
გია ჯაფარიძე – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
მადლობას ვუხდით დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის.
