22 მაისს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „ჩაუქრობელი ნაპერწკალი: საქართველოს დამოუკიდებლობის გრძელი გზა.“
დისკუსია ფოკუსირდა ქართული წინააღმდეგობის განუწყვეტელ ჯაჭვზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღემდე. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა 26 მაისის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების კონტექსტში. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ისტორიულ, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობაში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ბექა კობახიძე – ასოცირებული პროფესორი და საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ლევან ავალიშვილი – ისტორიკოსი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი;
ნინო ჩიქოვანი – პროფესორი, კულტურის კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ზურა ჯაფარიძე – პოლიტიკოსი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი.
დისკუსიას უძღვებოდა:
კონსტანტინე თოფურია – საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.
მადლობას ვუხდით მომხსენებლებს, მოდერატორსა და დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის.
