გიორგი ბილანიშვილი

გიორგი ბილანიშვილი

გიორგი არის საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის ცენტრის მკვლევარი.

გამოცდილება

გიორგის აქვს ანალიტიკოსად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მისი ძირითადი ინტერესის სფეროს მიეკუთვნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რუსეთის საგარეო და შიდა პოლიტიკა და რეგიონული უსაფრთხოება. 2018-22 წლებში იგი იყო  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. 2014-2017 წლებში  მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორად. 1999-2014 წლებში კი  მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ დირექტორატში.  

განათლება

გიორგიმ დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა. მას ასევე სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები და კურსები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, ანალიზისა და დაზვერვის სფეროებში. მათ შორის, „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა“, აშშ (2018); „ანალიტიკური კურსები“, დიდი ბრიტანეთი (2010); „დაზვერვა და უსაფრთხოება“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (2001).