კონფერენცია ფოკუსირებულია რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებზე პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის დაბრუნებას. კრემლს საგარეო პოლიტიკის დონეზე აქვს გაცხადებული ე.წ. ‘ახლო საზღვარგარეთში“ კონკრეტული გავლენის სფეროებზე ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შენარჩუნება. რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ჩამოშლას, რაც აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოების წინაშე სისტემატური და მტრული ქმედებებით დასტურდება. რუსეთის მხრიდან წამოსული არსებული საფრთხეები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებზე მეტად დიდ ზიანს აყენებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის იყენებს ინსტრუმენტების ფართო არსენალს რომელიც მოიცავს, პოლიტიკურ დაშინებებს, ეკონომიკურ ზეწოლას, დეზინფორმაციას, ჰიბრიდულ სამხედრო შესაძლებლობებს და ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ინტეგრაციას დასავლურ საერთაშორისო გაერთიანებებში. ზემოხსენებული მეთოდებით რუსეთმა უკვე მოახერხა და შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აშკარაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ე.წ. რუსულ კვალსა და კონკრეტულ პოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებს შორის როგორც განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებში, ასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც და ეს საკითხი უახლოვეს პერიოდში სულ უფრო და უფრო რელევანტური გახდება. კონფერენცია ეძღვნება რუსეთის ინფილტრაციის სტრატეგიების ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აძლევს საშუალებას მკვლევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ნამუშევარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.