ნატა ქორიძე კარიერული დიპლომატია თითქმის ორი ათწლეულის დიპლომატიური გამოცდილებით.
კარიერის განმავლობაში იგი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მუშაობდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია, კონფლიქტების მოგვარება და არაღიარების პოლიტიკა, ნატოში ინტეგრაცია, ასევე პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებზე. 2008-2012 წლებში იგი მუშაობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიაში (ქ. ბრიუსელი) მრჩევლის პოზიციაზე. 2013 წლიდან 2022 წლამდე იგი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად და საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
2023 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე ნატა ქორიძე იყო Civil.ge-ს მთავარი რედაქტორი.
მას აქვს საგარეო საქმეთა მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა ფაკულტეტიდან და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი საქართველოს საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტიდან.
