25 მარტს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „ერის სკოლა და დასავლეთის იდეა ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში“. ღონისძიება მიეძღვნა ოლივერ რაისნერის წიგნს — „ქართველი ერის სკოლა“.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ისტორია, ასევე ის, თუ როგორ იქცა განათლება, კულტურული საქმიანობა და საზოგადოებრივი ინიციატივა ეროვნული იდეის გაძლიერებისა და გავრცელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. საუბარი აგრეთვე შეეხო ეროვნული განათლების პროექტისა და ქართული ეროვნული მოძრაობის ადრეული ეტაპების კავშირს დასავლეთის იდეის გააზრებასთან ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ოლივერ რაისნერი – წიგნის ავტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბელა წიფურია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსიას უძღვებოდა:
ნინო გოზალიშვილი – UGSPN.
მადლობას ვუხდით დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის.
