ნინო გოზალიშვილი

ნინო გოზალიშვილი

როლი

ნინო ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის ნაციონალიზმის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის აკადემიური ხელმძღვანელი.

გამოცდილება

ნინო არის მეცნიერებათა სადოქტორო კანდიდატი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). მისი კვლევის სფეროებში შედის  პოლიტიკური ტრანსფორმაციები, დემოკრატიზაციის პროცესები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და რეგიონში ნაციონალიზმის  ისტორია.  სწავლების კუთხით, ნინო ფლობს სერთიფიკატს უმაღლესი განათლებაში სწავლებისთვის და როგორც საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში, ისე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში დროგამოშვებით უძღვება ნაციონალიზმისა და პოპულიზმის კვლევებთან დაკავშირებულ კურსებს, ისევე როგორც კვლევის მეთოდოლოგიასა და დეზინფორმაციის ანალიზთან დაკავშირებულ საგნებს.    ნინოს პუბლიკაციები შეეხება საქართველოს საბჭოთა ისტორიას, მემარჯვენე პოპულისტური დისკურსების ანალიზსს, დემოკრატიზაციისა და დეზინფორმაციის საკითხებს, ისევე როგორც რბილი ძალის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.

 ნინო მუშაობდა ან იყო აფილირებული სხვადასხვა ქართულ და ევროპულ დაწესებულებებთან მოკლევადიან და გრძელვადიან კვლევით პოზიციებზე, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI), ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის ცენტრში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP).

განათლება

ნინო გოზალიშვილი  ამჟამად ამთავრებს სადოქტორო დისერტაციას სახელწოდებით “ნაციონალისტური ტრანსნაციონალიზმი: ნაციონალურ-პოპულისტური დისკურსების დეკონსტრუქცია პოსტკომუნისტურ საქართველოში”, რომელიც ასახავს მის ღრმა ინტერესს ნაციონალისტური დისკურსის, ტრანსნაციონალური დინამიკისა და დისკურსის ანალიზის მიმართ. ნინო ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით  და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).ამასთანავე, ნინოს ჰქონდა როგორც სასწავლო, ისე კვლევითი თანამშრომლობის გამოცდილება, ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ედინბურგის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და ფრანკფურტ ოდერის ევროპული უნივერსიტეტი (ვიადრინა).

მეცნიერული წვლილისთვის ნინომ მიიღო არაერთი ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის Forbes 30 Under 30 Georgia მეცნიერების კატეგორიაში და ვიშეგრადის ფონდის სამეცნიერო სტიპენდია, ისევე როგორც სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების სრული დაფინანსება და სტიპენდია.