პუბლიკაციები

აირჩიე კატეგორია
სპეცსამსახურების როლი რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებაში სპეცსამსახურების როლი რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებაში
სპეცსამსახურების როლი რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებაში

ავტორი: ნიკოლოზ ქავთარაძე

პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთმა გლობალურ ამოცანად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ისეთ გავლენიან მოთამაშედ დაბრუნება (საბჭოთა კავშირის დროინდელი ძალაუფლების ნოსტალგიის ჭრილში), რომელიც დაასრულებდა დასავლურ ჰეგემონიას და წამყვან, შესაძლოა გადამწყვეტ როლსაც კი ითამაშებდა მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად კრემლმა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ „გლობალური“ ომის წარმოება დაიწყო. კრემლის გეგმით ასეთი ომის შედეგად ავტორიტარიზმმა დემოკრატიაზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა შეიკრას ავტორიტარული, არადემოკრატიული და ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების ფორმალური თუ არაფორმალური ალიანსი და შესაბამისად შეიცვალოს სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.