„პარტიების აკრძალვის მსოფლიო პრაქტიკები: დემოკრატიის დაცვა თუ მისი საფუძვლის შერყევა?“

„პარტიების აკრძალვის მსოფლიო პრაქტიკები: დემოკრატიის დაცვა თუ მისი საფუძვლის შერყევა?“

28 აპრილს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „პარტიების აკრძალვის მსოფლიო პრაქტიკები: დემოკრატიის დაცვა თუ მისი საფუძვლის შერყევა?“

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკა და მისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლები. საუბარი შეეხო დემოკრატიის დაცვის საჭიროებასა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებას შორის რთული ბალანსის არსებობის საჭიროებას.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით და იმ შესაძლო პოლიტიკურ-სამართლებრივ შედეგებზე, რომლებიც ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კახი სამხარაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიას უძღვებოდა:

შალვა ძებისაშვილი – UGSPN