ვაჟა სოფრომაძე
გიორგი ბილანიშვილი
წარმოდგენილი სტატია აანალიზებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციას და განიხილავს კრემლის მიერ გაცხადებულ მიზნებს და ამოცანებს საგარეო პოლიტიკურ განზომილებაში. განახლებული კონცეფციის მიხედვით კრემლს აქვს ამბიცია წამყვანი როლი ითამაშოს ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება რუსეთის სახელმწიფო ინტერესები.
დასავლური სახელმწიფოების მხრიდან უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციის ფონზე რუსეთის ფედერაცია ცდილობს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ზიანის მინიმალიზაციას. საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით კრემლი ცდილობს ანტიდასავლური და ანტიკოლონიალისტური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას და მის გაძლიერებას პოტენციურად მოწყვლად აზიის და აფრიკის რეგიონების სახელმწიფოებზე. გარდა ამისა, განახლებულ კონცეფციის მიხედვით, რუსეთი მზადაა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საკუთარი მოკავშირეების და თანამოქალაქეების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
იდეოლოგიური თვალსაზრისით დოკუმენტის განახლებული ვერსია სრულად ეფუძნება ე.წ. „რუსული სამყაროს“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საბოლოო ჯამში უნდა ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო-ცივილიზაცია, რომელიც ხალხს რუსული იდენტობის ირგვლივ აერთიანებს.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროებში არსებულ მდგომარეობს, აკეთებს ამ სფეროებში არსებული ძირითადი პრობლემების კომპლექსურ ანალიზს, როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გათვალისწინებით და გვთავაზობს ხედვასა და რეკომენდაციებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის, მათ შორის, თავდაცვის ოპტიმალური მოდელის სახით.
2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა პირველად ქართულ აკადემიურ სივრცეში ჩაატარა სამდღიანი პრაქტიკული სწავლება - “Crisis Simulation and Response 2021” სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა და სტუდენტების მონაწილეობით. სიმულაციის მიზანს წარმოადგენდა კრიზისული ვითარების გათამაშების შედეგად შესაძლო პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. სწავლებისას წინასწარ შემუშავებული სცენარით გათამაშდა კრიზისული ვითარება. სცენარის თანახმად, კრიზისი ვითარდებოდა სამ ფაზად, გააჩნდა თანდათანობით დამძიმების ტენდენცია, რომელიც ბოლო ეტაპზე სამხედრო აგრესიითა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით სრულდებოდა.
წინამდებარე კვლევის მიზანია, აჩვენოს, რაში გამოიხატებოდა გაეროს ჩართულობა და როლი ორივე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და სიცოცხლისუნარიანი მოგვარების საქმეში, გამოკვეთოს ამ ორ შემთხვევას შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები და დაადგინოს არსებული განსხვავებების მიზეზები.