2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა პირველად ქართულ აკადემიურ სივრცეში ჩაატარა სამდღიანი პრაქტიკული სწავლება - “Crisis Simulation and Response 2021” სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა და სტუდენტების მონაწილეობით. სიმულაციის მიზანს წარმოადგენდა კრიზისული ვითარების გათამაშების შედეგად შესაძლო პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. სწავლებისას წინასწარ შემუშავებული სცენარით გათამაშდა კრიზისული ვითარება. სცენარის თანახმად, კრიზისი ვითარდებოდა სამ ფაზად, გააჩნდა თანდათანობით დამძიმების ტენდენცია, რომელიც ბოლო ეტაპზე სამხედრო აგრესიითა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით სრულდებოდა.